სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდში საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის პრეზენტაცია გაიმართა30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტმა“ „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ ოფისში საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’-ის (Georgian Business and Political Insight – www.bpi.ge) პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდის მიზანია, უზრუნველყოს ბიზნეს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი საჭირო და სასარგებლო ინფორმაციით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებას. საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით’’ შეიქმნა 2011 წელს, ,,ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის’’ მიერ, ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის’’ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. პორტალი ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს სიახლებს საქართველოში და რეგიონში ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტიკის და განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პერიოდულად ატარებს ბიზნესის სექტორულ და მარკეტინგულ კვლევებს.გამოკითხვების და კვლევების საფუძველზე ავლენს ბიზნეს–კომპანიების, სახელმწიფო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ობიექტურ რეიტინგებს, ავრცელებს ადგილობრივი და საერთაშორისო ანალიტიკოსების/ექსპერტების კომენტარებს და ქმნის ანალიტიკურ მასალებს, ავრცელებს და მხარს უჭერს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ გამოფენებს, ფორუმებს, საინვესტიციო სამიტებს და კონფერენციებს, ატარებს საგანმანათლებლო ტრენინგებს სტუდენტებისთვის, ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. პორტალი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოახდინონ საკუთარი თავის უკეთ რეალიზაცია, ვებ-გვერდი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, მოიძიონ მეტი საგანმანათლებლო რესურსი.
|
|
|
Copyright © 2009 cidf.ge Created by STOPSTART


